ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის ხელისუფლება ბარსელონის ტერაქტის ჩამდენს ეძებს


ესპანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გასულ კვირაში, ბარსელონაში სისხლიან თავდასხმაზე პასუხისმგებლად, 22 წლის მაროკოელი მამაკაცი მიაჩნიათ. ის 12-წევრიანი ჯგუფის ბოლო წარმომადგენელია, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუპატიმრებიათ.

კატალონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რადიოთი გამოსვლისას თქვა, „ყველაფერი იმაზე მიანიშნებს“, რომ თავდასხმის დროს, ფურგონის საჭესთან იუნუს აბუიაქუბი იყო.

თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ზე მეტია.

ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არ იცის, ტერორისტი ჯერ კიდევ ესპანეთშია თუ არა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG