ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ყაიდას დაფინანსებაში ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს


ალ-ყაიდას დაფინანსებაში ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს

ესპანეთის სასამართლომ სამხილის არ არსებობის გამო გაანთავისუფლა ალჟირული წარმოშობის ამერიკელი მოქალაქე, რომელსაც ალ-ყაიდას დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ.

მუჰამედ ომარ დების ალჟირში 80 000 დოლარის გაგზავნაში ედავებოდნენ, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებებისთვის იყო განკუთვნილი.

ამ ფულის მიმღები ტოუფიკ მიზი 2006 წლიდან იძებნება ესპანეთის მართლმსაჯულების მიერ ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG