ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერპოლმა პრეზიდენტად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი აირჩია


ინტერპოლის პრეზიდენტი კიმ ჩენ იანგი

ინტერპოლის გენერალურმა ასამბლეამ პრეზიდენტად სამხრეთ კორეელი კიმ ჩენ იანგი აირჩია.

კიმი ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც წარმოჩობით ჩინელი იყო, სექტემბერში სამშობლოში ვიზიტის დროს გაქრა, მოგვიანებით კი გაირკვა რომ ის ჩინეთის პოლიციამ მექრთამეობის ბრალდებით დააპატიმრა. კიმი ინტერპოლის პრეზიდენტი მომდევნო ორი წლის მანძილზე იქნება, რომ ყოფილი პრეზიდენტის ვადა დაასრულოს. ორ წელში საერთაშორისო პოლიცია პრეზიდენტის მორიგ არჩევნებს გამართავს და მომდევნო პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით აირჩევს.

“სამყარო ახლა უპრეცედენტო ცვლილებების წინაშე დგას, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს,”განაცხადა კიმმმა. “იმისთვის, რომ მათ თავი გავართვათ, საჭიროა გვქონდეს მკაფიო ხედვა - უნდა ავაშენოთ ხიდი მომავლისკენ.”

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კიმის კანდიდატურას მკაფიოდ დაუჭირა მხარი.

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ერს და ორგანიზაციას, რომელიც ინტერპოლის წევრია და კანონის უზენაესობას მხარს უჭერს, აირჩიოს ისეთი ლიდერი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სამართალდამცავი ორგანიზაციის სანდოობას და პატიოსნებას ამართლებს,” განაცხადა პომპეომ.

დღევანდელი კენჭისყრის შედეგები, გარკვეულწილად, მოულოდნელი იყო მას შემდეგ, რაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსი გენერალი ალექსანდერ პროკოპჩუკი პრეზიდენტობის მოწინავე კანდიდატად გამოიკვეთა.

პროკოპჩუკის ინტერპოლის პრეზიდენტის კანდიდატად დასახელებას შეერთებული შტატების სენატის და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ისინი აცხადებდნენ, რომ ის ინტერპოლს რუსეთის ინტერესების დასაწინაურებლად გამოიყენებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG