ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი მეორე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდა და სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტი გახდა. საარჩევნო კომისიის ცნობით, თიბილოვმა ამომრჩეველთა ხმების 54 პროცენტი მოიპოვა. მისმა კონკურენტმა დავიდ სანაკოევმა კი ხმების 42 პროცენტი მოაგროვა. 60 წლის თიბილოვი 1992 წელს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, მას რამდენიმე პოსტი ეკავა სეპარატისტულ მთავრობაში. როგორც მან რადიოსადგურ „რუსეთის ხმას“ განუცხადა, მისი მიზანი რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციის დაჩქარებაა.

XS
SM
MD
LG