ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერ-შეტევის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მთელი რიგი სამთავრობო ვებგვერდები საერთაშორისო ჰაკერთა სამიზნე აღმოჩნდა

დღეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მთელ რიგ სამთავრობო ვებგვერდებზე თავდასხმა განხორციელდა. სავარაუდოდ, ეს საერთაშორისო ჰაკერთა ჯგუფი იყო, რომელმაც კორეის ომის დაწყების 63-ე წლისთავი აღნიშნა.

სამხრეთ კორეის მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ჰაკერთა სამიზნეებს შორის იყო პრეზიდენტის „ცისფერი სახლი“ და რამდენიმე სამთავრობო ვებ-გვერდი. ქვეყანაში კიბერ-შეტევასთან დაკავშირებით განგაში გამოცხადდა, რაც დაწესებულებებს და მოქალაქეებს კომპიუტერების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომების მიღებას ავალდებულებს.

ჩრდილოეთ კორეაშიც მწყობრიდან უამრავი სამთავრობო ვებ-გვერდი გამოვიდა. თავდამსხმელი სავარაუდოდ, საერთაშორისო ჰაკერული ჯგუფია, სახელწოდებით „ანონიმური“ (Anonymous), რომელმაც მანამდე გაავრცელა მუქარა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ომის 63-ე წლისთავის აღსანიშნავად კიბერ-შეტევებს განახორციელებდა.
XS
SM
MD
LG