ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბერშეტევა "ფეისბუკზე"


ვებგვერდის წარმომადგენლების განცხადებით, მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია საფრთხეში არაა

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", რომელშიც მილიარდზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, საკმაოდ დახვეწილი კიბერ-შეტევა განხორციელდა. ვებგვერდის წარმომადგენლების განცხადებით, მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია საფრთხეში არაა და ფედერალური ბიუროს სააგენტო ამ შემთხვევას იძიებს.

განცხადებაში კიბერ-შეტევის მხოლოდ მცირე დეტალებზე გამახვილდა ყურადღება. კერძოდ, საუბარი იყო საეჭვო ფაილზე, რომელიც ერთ-ერთი თანამშრომლის კომპიუტერში იქნა აღმოჩენილი. აქვე ისიც ითქვა, რომ კიბერ შეტევა "ფეისბუკის" გარდა კიდევ რამდენიმე კომპანიაზე განხორციელდა. თვის დასაწყისში მსგავს შეტევაზე "თვითერის" წარმომადგენლებიც საუბრობდნენ.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმდინარე კვირაში აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა კიბერ-შეტევებისგან მეტად დაცული უნდა გახდეს.




XS
SM
MD
LG