ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"არასასურველი სიურპრიზი"


ინტერნეტ ქსელში შესვლა შეუძლებელი გახდება მრავალი მომხმარებლისთვის

ორშაბათს შესაძლოა ასობით ათასი ადამიანი არასასურველი სიურპრიზის მოწმე გახდეს. აღმოსავლეთ ევროპელი ჰაკერების კრიმინალური აქტივობის წყალობით, ინტერნეტ ქსელში შესვლა შეუძლებელი გახდება მრავალი მომხმარებლისთვის. სოციალური ქსელების კომპანია "ფეისბუკი" და საძიებო სისტემა "გუგლი", ეჭვის ქვეშ მყოფ მომხმარებელს აფრთხილებს კომპიუტერის შესაძლო დაინფიცირების შესახებ. ჰაკერებმა გამოიყენეს ინტერნეტ სარეკლამო თაღლითური სქემა, რომლის საშუალებითაც შარშან მათ ხელთ ჩაიგდეს დაახლოებით 600,000 კომპიუტერის კონტროლი, საიდანაც მოხდა პირადი ინფორმაციის მოგროვება.

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ გამოქვეყნა ვებგვერდის მისამართი, სადაც მომხმარებელს შეუძლია გაარკვიოს არის თუ არა მისი კომპიუტერი დაინფიცირებული და რა შეიძლება იღონოს დადებითი პასუხის შემთხვევაში.

ბმული: website
XS
SM
MD
LG