ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკას მკაცრად აკრიტიკებს


სამხრეთ ჩინეთის ზღვა
სამხრეთ ჩინეთის ზღვა
ჩინეთის სახელმწიფო მედიამ შეერთებული შტატები მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ამერიკა ჩინეთის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილის საკუთარ ტერიტორიად გამოცხადებას ეწინააღმდეგება.

კომუნისტური პარტიის გაზეთ „სახალხო გაზეთში“ დაბეჭდილ სტატიაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონმა უნდა „მოკეტოს“ სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებით.

ჩინეთის მხრიდან ასეთი მკაცრი გამოხმაურება ვაშინგტონის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ფრთხილად აკვირდება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მიმდინარე მოვლენებს.

შაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი დიპლომატი მიიწვიეს, სადაც მას განუცხადეს, რომ ამერიკამ პატივი უნდა სცეს ჩინეთის სუვერენიტეტს.

ივნისში ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე რამდენიმე კუნძულზე ქალაქისა და სამხერდო გარნიზონის აშენებას აპირებდა. აღნიშნულ კუნძულებზე კი პრეტენზიას ბრუნეი, მალაიზია, ფილიპინები, ტაივანი და ვიეტნამი აცხადებენ.
XS
SM
MD
LG