ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის ქვევარიანტის სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება


სამხრეთ აფრიკა ომიკრონის ქვევარიანტის, BA.2-ის გავრცელებას აკვირდება. ქვეყანაში ამ ვარიანტით ინფიცირების სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება. თუმცა, გადამდებ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლის, მიშელ გრუმის თქმით, ამ დრომდე, არ არსებობს ნათელი ნიშანი იმისა, რომ BA.2, არსებითად განსხვავდება კოვიდ -19-ის ვარიანტის, ომიკრონის ორიგინალი შტამისგან.

გრუმის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ სამხრეთ აფრიკის გენომური ზედამხედველობის ქსელის მიერ წარმოდგენილი 450 ნიმუშიდან, BA.2 ქვევარიანტი 23%-ს შეადგენს, ორიგინალური შტამის, ომიკრონის წილი კი 75%-ია.

დეკემბერში აღებული 2 243 ნიმუშიდან, BA.2 ქვევარიანტი 4%-ს შეადგენს, ხოლო თავდაპირველი შტამი 94%-ს.

„ჩვენ ვხედავთ ზრდას, BA.2-ის შემთხვევაში და ჩვენ კვლავ ვცდილობთ მივიღოთ მეტი ინფორმაცია, ამ კონკრეტულ ქვეხაზთან დაკავაშირებით“. ამ ეტაპზე, არ არსებობს რაიმე ნიშანი იმის, რომ არსებობს განსხვავებები ომიკრონისა და ამ ქვედანაყოფს შორის. დეტლას შემთხვევაში ვნახეთ, რომ უამრავი ქვედანაყოფი იყო, თუმცა მათ შორის არ იყო დიდი განსხვავება. მაგრამ, ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს“ - აცხადებს გრუმი.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ნიშნები, რომ BA.2 ქვევარიანტი, ომიკრონისგან განსხვავებულ სიმპტომებს იწვევს, გრუმი პასუხობს, რომ მკაფიო ცვლილებებს არ ელოდება. მისი თქმით, მეცნიერები, ქვევარიანტის დააავადების სიმძიმის დასადგენად, ჰოსპიტალიზაციის მონაცემების ანალიზს გააკეთებენ.

სამხრეთ აფრიკამ, კოვიდ-19-ის ახალი, უაღრესად გადამდები „ომიკრონის“ ვარიანტის შესახებ, გასული წლის ბოლოს გააფრთხილა. სამხრეთ აფრიკაში, კოვიდ-19-ის ინფექციების მეოთხე ტალღა სწორედ ომიკრონმა გამოიწვია.

სამხრეთ აფრიკაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებლების კლება დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. თუმცა, მანამდე ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდებოდა და ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობამ 26 000-ს გადააჭარბა. ბოლო კვირებში, დღეში დაახლოებით 3 000 შემთხვევა ფიქსირდება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მეოთხე ტალღა ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა წინ მეხუთე ტალღაც იყოს.

"არ არის [ინფიცირების] სერიოზული კლება და ასევე არ არის შემაშფოთებელი ზრდაც“ - აცხადებს ჯო ფაჰლა, სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრი.

XS
SM
MD
LG