ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეთხუტმეტე ჯგუფის საქამიანობა ესპანეთში


მოძრაობის აქიტივისტები, მთელი ესპანეთის მასშტაბით, 2011 წლის მაისიდან მუდმივ დემონსტრაციებს მართავენ

ესპანეთში, საპროტესტო ჯგუფები აქციებით ცდილობენ გააგრძელონ ზეწოლა მთავრობაზე, რათა ბიუჯეტის მკაცრი შემცირება არ მოხდეს. ანტონიო მორენო როსანა აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, მსოფლიოში აქტივისტები ხშირად ნეგატიურ მოვლენებთან ასოცირდებიან:

„ჩემთვის აქტივისტი ის ადამიანია, ვინც არა მარტო პროფესიულ ვალდებულებებს, არამედ საზოგადოების და ხალხის მოთხოვნილებებსაც იზიარებს.“

აქტივისტი მორენო როსანა საკუთარ საქამინაობაზე აღტაცებით საუბრობს. იგი 34 წლისაა და ფიზიკის დარგში უმაღლესი განათლება აქვს, თუმცა, უმომავლოდ დარჩენილი თანამედროვე ევროპელი ახალგაზრდის ტიპიური წარმოამდგენელია.

„დოქტორატურა როდესაც დავამთავრე, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ამიტომაც სამსახურის შოვნა ძალზე გამიძნელდა.“

შესაფერისი სამუშაო რომ ვერ იპოვა, მორენომ გადაწყვიტა სკოლა დაეარსებინა და თავისი საქმიანობა მეთხუტმეტე მოძრაობის სახელით ცნობილი ჯგუფისადმი მიეძღვნა. ამ აქტივისტურმა ტალღამ დასაბამი ესპანეთიდან აიღო, თუმცა მალე მთელს მსოფლიოს მოედო და არაბული გაზაფხულის და „დაიკავე ვოლ სტრიტის" გზის გამკვლავად იქცა.

მეთხუტმეტე მოძრაობის აქიტივისტები, მთელი ესპანეთის მასშტაბით, 2011 წლის მაისის შემდეგ მუდმივად მართავენ დემონსტრაციებს. ისინი ქუჩებში გამოსვლებით ბიუჯეტის შეკვეცას აპროტესტებენ და ესპანეთის საზოგადოების ფასეულობათა შენარჩუნებას ცდილობენ:

„ჩვენ გვსურს, რომ ამ გაჭირვების ჟამს არ დავუპისპირდეთ მთავრობას და მასთან ერთად სასიკეთო ნაბიჯები გადავდგათ. ისინი ამას დემოკრატიას ეძახიან, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს საკუთარ ხალხზე ძალის გამოყენებაა.“

მეთხუტმეტე მოძრაობა იმითაც გამოირჩევა, რომ აქტივისტები სხვადასხვაა ეროვნების, რასის და აღმსარებლობის არიან.

ყოფილი ჟურნალისტი, კონჩა სანჩესი სევილში მცირე ბიზნესს ფლობს და პარალელურად აქიტივისტურ საქმაიანობასაც ეწევა. მისი თქმით, მეთხუტმეტე მოძრაობა ყველა პროფესიის ადამიანს აერთიანებს - სტუდენტიდან დაწყებული პენსიონერით დამთავრებული. ეს ადამიანები ერთმანეთს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მსჯელობენ.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ესპანეთში მეთხუტმეტე ჯგუფის მოძრაობას მხარს ყველა მაინც არ უჭერს.

ბიზნეს-სკოლის ეკონომისტის, ჟოზე რამონის თქმით, ამ მოძრაობის გადაწყვეტილებები არაეფექტურია და მათი პროტესტი ვერაფერს ცვლის. თუმცა, თხუტმეტ ესპანელში ყოველი მეათე მაინც საპროტესტო მოძრაობას ემხრობა.

სოციოლოგ ლინა გავირას სჯერა, რომ აქტივისტური მოძრაობის ახალი სტრატეგია ბევრ სასიკეთო ცვლილებას მოიტანს და ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
XS
SM
MD
LG