ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის საავადმყოფოებში ადამიანური რესურსი აღარ ჰყოფნით


სამხედრო ექიმების გუნდი, ექთნებთან და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კალიფრონიის 8 სხვადასხვა საავადმყოფოში ჩავიდნენ იქაური ექიმების დასახმარებლად. კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის და პაციენტების სიმრავლის გამო, შტატის კლინიკების ნაწილში ადგილები აღარაა, ნაწილში კი ადამიანური რესურსი აღარ ჰყოფნით.

კალიფრონიის შტატის თხოვნით, 160 ადამიანი დამატებით დაეხმარება შტატს პაციენტებისთვის დახმარების გაწევაში.

საავადმყოფოების ნაწილს პაციენტების მისაღებად საკმარისი საწოლები აქვს, მაგრამ არ ჰყოფნის ადამიანური რესურსი, ვინც პაიცენტს მიხედავს.

"ვფიქრობ, ხალხს არასწორი წარმოადგენა აქვს ჩვენი საავადმყოფოს საწოლების რაოდენობასა და სივრცეზე", თქვა კარმელა კოილმა, კალიფრონიის საავამდყოფოების ასოციაციის დირექტრომა. "ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე მატრასი და ბალიშია. ყველაზე მნიშნელოვანი კი ადამიანები არიან, ვინც პაციენტებზე ზრუნავენ", დაამატა მან.

ხუთშაბთის მონაცემებით, კალიფორნიაში 2 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა და ვირუსის ახალი შემთხვევის რაოდენობა დაფიქსირდა. მონაცემები კი ასეთია: ვირუსის 20,000 დადასტურებული შემთხვევა და 258 გარდაცვალება ბოლო 48 საათში. საავამდყოფოში, დაახლოებით, 8,000 პაციენტია, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, ან ეჭვობენ, რომ მათ ეს დიაგნოზი აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG