ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა იზრდება


“ამერიკის ხმამ” მოიპოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სომალიში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო პერსონალის რაოდენობა იზრდება. ათეულობით ჯარისკაცი სომალიში ექსტრემიზმთან მებრძოლი აფრიკის კავშირის მისიის დასახმარებლად ჩავიდა. ინფორმაცია შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობამაც დაადასტურა.

“აფრიკის შტაბი მონაწილეობას მიიღებს თანამშრომლობაში უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით” და დაეხმარება მოკავშირეებს და პარტნიორებს - უთხრა შტაბის პრესსპიკერმა პეტ ბარნსმა “ამერიკის ხმას”. ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ შეერთებული შტატები ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აძლიერებს - აცხადებს ამერიკული ძალების კიდევ ერთი წარმომადგენელი სომალიში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG