ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი სომალიში


მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა. ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანის მეშვეობით განახორციელა. ის ყატარის დელეგაციის კორტეჟს დაეჯახა. სომალის ოფიციალური პირების განცხადებით, სტუმრების დელეგაცია არ დაზარალებულა და მათ სასტუმრომდე მშვიდობით მიაღწიეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ-ყაიდას მოკავშირე ისლამისტურმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.
XS
SM
MD
LG