ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგადიშუსთან ახლოს, შეერთებული შტატების საჰაერო თავდასხმამ ალ-შაბაბის 4 წევრი გაანადგურა


დღეს, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების აფრიკის სარდლობამ განაცხადა, რომ სომალის დედაქალაქის სიახლოვეს, საჰაერო თავდასხმებმა ექსტრემისტული დაჯგუფება “ალ-შაბაბის” ოთხი წევრი და ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ავტომანქანა გაანეიტრალა.

სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ, მოგადიშუდან დასავლეთით, 25 კილომეტრში განხორციელებულმა თავდასხმამ დედაქალაქის სამოქალაქო მოსახლეობის წინაღმდეგ „ავტომანქანაში დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის“ გამოყენება აღკვეთა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აფრიკის სარდლობის შეფასებით, რომელიც სომალის ფედერალურ მთავრობასთან კოორდინაციით გაკეთდა, თავდასხმას სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG