სომალელმა მეკობრეებმა იტალიური სატვირთო გემი გაიტაცეს ეკიპაჟის 21 წევრთან ერთად.
ევროკავშირის დამკვირვებელთა განცხადებით იტალიური ხომალდი ”როზალია დი ამატო” ინდოეთის ოკეანეში ომანის ნაპირებთან ჩაიგდეს ხელში. გემის ეკიპაჟი 6 იტალიელისა და 15 ფილიპინელი მეზღვაურისგან შედგება.