სომალის ხელისუფლების განცხადებით, მათ ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი ფაზულ აბდულა მუჰამედი მოკლეს.
ეს პიროვნება ნაირობისა და დარ-ეს-სალამში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების აფეთქებაში მონაწილეობდა. ვაშინგტონს მისი თავი 5 მილიონ დოლარად ჰქონდა შეფასებული.
საერთაშორისო ტერორიზმის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი თანამზრახველთან ერთად სომალის დედაქალაქ მოგადიშუს მახლობლად მდებარე საგუშაგოზე მოკლეს.
ამასობაში, სომალელმა მეკობრეებმა კუვეიტის კუთვნილი ტანკერი გაათავისუფლეს 12 მილიონი დოლარის გამოსასყიდის მიღების შემდეგ. ტანკერის ეკიპაჟის 29 წევრი თავს კარგად გრძნობს.
კუვეტის გემი სუდანიდან სინგაპურში მიცურავდა, როდესაც მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში.