ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური პოლიტიკა და სოციალური მედიის ძალა


Facebook
Facebook

როგორ შეუძლია სოციალურ მედიას შეცვალოს პოლიტიკა და შექმნას ახალი რეალობა?

წვერებიანმა, გრძელთმიანმა კომიკოსმა ბეპე გრილომ გასულ თვეს რომში გამართულ მიტინგზე ათი ათასობით მხარდამჭერისგან გულწრფელი ოვაციები მიიღო.

საკუთარი სურვილია არ გამოიყურებოდეს პოლიტიკოსივით. თუმცა თავის 5 -ვარსკვლავიანი კამპანიით მან ხმების 25 პროცენტი მიიღო იტალიელი ამომრჩევლისგან, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ერთკაციანი პარტიისთვის.

„გრილომ თავის მხარდამჭერებს მიმართვის დროს განუცხადა რომ ისინი ახალ ფაზაში შევიდნენ, ეს წარმოუდგენელია. ეს არ არის მხოლოდ მოძრაობა, არამედ ერთობაა.“

ანალიტიკოსები ამბობენ რომ ეს ერთობა კიბერ-სამყარომ შექმნა. გრილო გაურბის ისეთ ტრადიციულ საარჩევნო პლატფორმებს როგორიც არის გაზეთთან და ტელევიზიასთან ურთიერთობა. ამის ნაცვლად იგი აქტიურად ჩანდა სოციალურ მედიაში ფეისბუქში და ტვიტერში, სადაც მან მილიონობით ხელმომწერი შემოიკრიბა.

გრაიამ მეიკელი ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორია სოციალური მედიის განხრით.

„მისი განცხადებით გასული წლების განმავლობაში სოციალური მედია ძალიან ჩართული გახდა მაღალი პროფილის პოლიტიკურ მოვლენებში, როგორიცაა იტალიის არჩევნები, ირანის არჩევნები 2009 წელს, უოლ სტრიტის ამბები, არაბული გაზაფხული. რასაც ხშირად ვხედავთ , ეს არ არის მხოლოდ უკმაყოფილება და აჯანყება პოლიტიკის მიმართ ჩვეულებრივ, არამედ ეს არის დამოკიდებულება იმის მიმართაც, თუ როგორ არის პოლიტიკა შეფუთული.“

პროფესორი ამბობს რომ, ბეპე გრილოს წარმატება მაღალი პროფილის პოლიტიკაში ახალი მედიის და პოლიტიკის ძალაუფლების ყველაზე კარგი მაგალითია.

„მისი თქმით ადამიანები სოციალურ მედიას საკუთარი შეხედულებების და აზრების გამოსახატად მიმართავენ. რაც არ ხდება ტელევიზიით, რაც არ დაბეჭდილა გაზეთებში. სოციალური მედიის საშუალებით მისი მომხმარებლები იდეებს და შეხედულებებს უზიარებენ ერთმანეთს, ხოლო იდეების გაზიარება მათ ახალი კავშირების დამყარებაში ეხმარება.“

სოციალური მედიის ერთ-ერთი განსხვავება ისიც არის, რომ აქ მიმდინარეობს დიალოგი, ამბობს მეტ ფრეკელტონი. ის არის საიტის „ეტერბოქსის“ დამფუძნებელი, რომელიც თვალყურს ადევნებს სოციალურ მედიაში ყველა ბრიტანელი კანონმდებლის აქტიურობას. ეხმარება ამომრჩეველს მიიღოს ინფორმაცია იმ მომენტში როდესაც პოლიტიკოსები პარლამენტში მუშაობენ, ხანდახან შეიძლება ეს პირადი ინფორმაციაც იყოს. ფრეკელტონი ყვება იმის შესახებ თუ რა მოხდა ბოლოს ბრიტანეთის პარლამენტში, როცა ერთსქესიან ქორწინებაზე დებატები მიმდინარეობდა.

„დებატების დროს მათ დაინახეს უამრავი დეპუტატი დარბაზში და დარბაზს გარეთ რომლებიც ამ თემაზე ტვიტერში წერდნენ. და ამასობაში იქ იყვნენ კანონმდებლები და ადამიანები რომლებსაც სურდათ გავლენა მოეხდინათ პროცესებზე, გაეგოთ როგორ მოხდებოდა კენჭისყრა ამ პოლიტიკოსების მხრიდან, რომელთა ხმა გადამწყვეტია ქვეყნისთვის საჭირო კანონების მისაღებად.“

დუგლას კარსველი კონსერვატორული პარტიის კანონმდებელია რომელიც აქტიურად არის ინტერნეტში. იგი არის ავტორი წიგნის „ პოლიტიკის დასასრული და დემოკრატიის დაბადება“.

„მისი თქმით ინტერნეტი ცვლის პოლიტიკას. ის უფრო საფუძვლიანად ცვლის დემოკრატიას. ის ადამიანებს შეხედულებების გარშემო გაერთიანებაში და იდეების თავმოყრაში ეხმარება. ასევე ეხმარება ადამიანებს გააკეთონ ის , რასაც ადრე პოლიტიკური პარტიები აკეთებდნენ. მისი აზრით ეს არის ახალი გამოწვევა იმ პოლიტიკოსებისთვის რომლებიც მის უკან შენობაში იმყოფებიან და ასევე მოქალაქეებისთვისაც, რომელთაც აღმოაჩინეს ახალი გზები როგორ მიაღწიონ მიზანს.“

დამკვირვებლების განცხადებით იქნება ეს არაბული სამყაროს ქუჩები თუ დასავლეთის ქვეყნების პარლამენტის შენობები, სოციალურმა მედიამ აქამდე დამყარებული პოლიტიკური წესრიგი რეალურად შეარყია.
XS
SM
MD
LG