ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კონგრესმენი სოჭში ტერაქტს არ გამორიცხავს


პიტერ კინგმა ეს განცხადება ტელეკომპანია „ეი-ბი სის“ გადაცემა „ამ კვირაში“ გააკეთა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:09 0:00
ბმული
კონგრესმენი პიტერ კინგი იმედს იტოვებს, რომ სოჭის ოლიმპიადა მშვიდობიან გარემოში ჩაივლის, თუმცა აცხადებს, რომ შეშფოთებულია ოლიმპიადის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით:

„ფაქტია ის, ამ ოლიმპიადის წინააღმდეგ იმაზე მეტი მუქარა გაჟღერდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ოლიმპიადის მიმართ ახლო წარსულში. შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს რისი გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რეგიონ ჩრდილოეთ კავკასიასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. იქ ტერორისტული ჯგუფები აქტიურად საქმიანობენ.“

კინგმა ეს განცხადება ტელეკომპანია „ეი-ბი სის“ გადაცემა „ამ კვირაში“ გააკეთა.

რუსეთის უსაფრთხოების ძალები რამდენიმე ეჭვმიტანილ ტერორისტს ეძებენ, რომლებსაც სვარაუდოდ ოლიამპიადის მსვლელობისას ტერორისტული აქტი აქვთ დაგეგმილი. გასულ კვირას, ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეგელმა განაცხადა, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალები მზადაა დაახლოებით 10 ათასი ამერიკელის ევაკუაცია მოახდინოს საჭიროების შემთხვევაში. ამ გეგმაში შავ ზღვაში ორი ამერიკული სამხედრო გემის დისლოკაცია შედის. კონგრესმენმა კინგმა თავდაცვის მდივნის განცხადება შეაფასა:

„ჩემი აზრით, ეს კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვნად აღიქვამს შეერთებული შტატების სოჭის ოლიმპიადის საფრთხეებს. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაძლიერებულ უსაფრთხოებაზე, ეგრეთ წოდებულ, ‘ლითონის რგოლზე’ საუბრობს იმ ადგილებში, სადაც თამაშები გაიმართება. მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი იმ წრიდან გამოხვალ, თუნდაც სხვა თამაშებზე დასასწრებად, დაუცველი ხდები.“

თავდაცვის მდივანმა ჰეგელმა განაცხადა, რომ რუსეთს შეერთებული შტატებისთვის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება არ უთხოვია. კონგრესმენმა კინგმა რუსეთის ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოსკოვი მნიშვნელოვან სადაზვერვო მასალას პარტნიორებს არ უზიარებს. პრეზიდენტმა პიტინმა თავის მხრის ათლეტებისა და ოლიმპიადის მაყურებლებისთვის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის პირობა დადო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG