ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოჭის შეხვედრა


ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდერ ანქვაბს შეხვდა

გუშინ, სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდერ ანქვაბს შეხვდა. მხარეებმა, აფხაზური და რუსული სიანფორმაციო საშუალებების ცნობით, ორმხრივი ურთიერთობები და ივლისსა და აგვისტოში გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში მომხდარი წყალდიდობებით გამოწვეული ზარალი და დახმარების გეგმა განიხილეს. ამ შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ის ამ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისივე თქმით, ეს პირველი შეხვედრა არ ყოფილა და რომ მსგავსი შეხვედრების შემდეგ ქართულ მხარეს შესაბამისი დასკვნები გამოაქვს და ისინი პირდაპირ აისახება საქართველოს საუბრებში ჟენევის ფორმატში თუ რუსეთში პირდაპირ მოლაპარაკებებში.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG