ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ოლიმპიური მედლები


პიერ ვოლტიემ მამაკაცების სნოუბოარდკროსში ოქროს მედალი მიიღო. რუსმა ნიკოლაი ოლიუნინმა ვერცხლი, ხოლო ამერიკელმა ალექს დაიბოლდმა ბრინჯაო მოიპოვეს

სლოვენიელმა მოთხილამურე თინა მეიზმა სოჭის ოლიმპიადაზე, ქალების გიგანტურ სლალომში გამარჯვების შედეგად, მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

სამშაბათის გამარჯვებას წინ უძღოდა გასულ კვირას, ჩქაროსნულ დაშვებაში მოგებული ოქროს მედალი. ავსტრიელმა ანა ფენინგერმა დღეს მეორე ადგილი დაიკავა და ამ ოლიმპიადაზე მეორე მედალს დაეუფლა. გერმანელ ვიქტორია რებენსბურგს კი ბრინჯაო ერგო.

ფრანგმა პიერ ვოლტიემ მამაკაცების სნოუბოარდკროსში ოქროს მედალი მიიღო. რუსმა ნიკოლაი ოლიუნინმა ვერცხლი, ხოლო ამერიკელმა ალექს დაიბოლდმა ბრინჯაო მოიპოვეს. ეს შეჯიბრი სქელი ნისლის გამო გვიან ჩატარდა.
XS
SM
MD
LG