ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წმინდა სპორტული ჟინი


.
.

ქართველი სპორტსმენები და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები უკვე სოჭში არიან


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:18 0:00
ბმული


„საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მართლაც ძალიან რთული გადაწყვეტილება, როდესაც უარი არ თქვა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე“ - განაცხადა დღეს მაია ფანჯიკიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ქართველი სპორტსმენები და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები უკვე სოჭში არიან. რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი თიბილოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავად მიიწვია სოჭში საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად. ამის შესახებ დე-ფაქტო ადმინისტრაციის ვებგვერდი იუწყებოდა.

ორიოდე დღის წინ მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია მიწვევის თაობაზე დიპლომატიური წყაროებით არ დადასტურებულა. საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხს დღესაც შეეხო და განაცხადა:

„საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მართლაც ძალიან რთული გადაწყვეტილება, როდესაც არ გამოუცხადა ბოიკოტი სოჭის ოლიმპიურ თამაშებს და ხელი შეუწყო სპორტსმენების გამგზავრებას სოჭში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს თამაშები ჩაივლის მშვიდობიანად, არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და იქნება სპორტის დღესასწაული. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შეიძლება იქ ოფიციალური სტატუსით ვიხილოთ ბატონი თიბილოვი, ან სხვა, ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია გადამოწმებულია და იგი არ დასტურდება. თუკი, მიუხედავად ამისა, მაინც ექნება ადგილი რაიმე სახის პროვოკაციას ამ მიმართულებით, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას ექნება ადექვატური რეაქცია“.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ოლიმპიადა არ იყოს ბოიკოტირებული, ყველაზე მყარი არგუმენტი ის აქვს, რომ სპორტი არაა პოლიტიკა და ეს ორი სფერო ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა სპორტის მინისტრმა დავით ყიფიანმა.

„ჩვენ ისეთივე ენთუზიაზმით ვემზადებოდით ამ ოლიმპიადისთვის, როგორც წინა ოლიმპიადებზე. გაორმაგებული ყურადღებით, იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მას თან ახლდა. შესაბამისად, გუნდი მზადაა. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტები, რაც არ უნდა მოქმედებდეს სპორტსმენებზე, რადგან ჩვენ გავმიჯნეთ სპორტი პოლიტიკისგან, შესაბამისად, ჩვენი ამომავალი წერტილი ამ ოლიმპიადაზე, სპორტული შედეგებია,“- ამბობს მინისტრი.

როდესაც საუბარია რუსეთთან ურთიერთობების დიალოგის რეჟიმში გადაყვანაზე და გარკვეულ შეთანხმებებზე, ყოველთვის ისმის სოჭი, როგორც ურთიერთგაგებისა და ურთიერთობების გადაკვეთის ერთ-ერთი წერტილი. ანუ, მეორეს მხრივ შეიძლება ითქვას, რომ სოჭის ოლიმპიადით, რომელიც თავისთავად, სპორტული ღონისძიებაა, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებაცაა გათვლილი. რამდენად რეალურია ეს გათვლა, ამის შესახებ პროგნოზების გაკეთებისას დღეს უამრავი კავშირი „თუ-ს“ გამოყენება დაგვჭირდება. უკრაინული კრიზისის ფონზე, აგრეთვე ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის მუდმივი ბანქოს მფლობელის სვლები სიურპრიზებითაა აღსავსე. მიუხედავად თანხმობის განცხადებისა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, საქართველოში ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ამ ბანქოს გამოყენებას რუსეთის მხრიდან ისევ ელიან.

პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადება, თითქოს ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებენ ოფიციალური პირები, არასწორია, რადგან ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ამ დროისთვის უკვე სოჭში იმყოფება. იგი ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქარელის მუნიციპალიტეტიდან არჩეული დეპუტატია.

ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა დღეს განაცხადა, რომ ამის გამო ხაბელოვი პარლამენტარობაზე უარს ვერ იტყოდა.

„ბატონი ლერი გახლავთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, მისი პირდაპირი მოვალეობაა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში. ამის გამო საქართველოს პარლამენტის მანდატს ვერ დატოვებდა ეს ადამიანი. ამ შემთხვევაში, ის მოქმედებს, როგორც პრეზიდენტი და ვალდებულია თავისი გუნდის წევრებს, საქართველოს წარმომადგენელ სპორტსმენებს ახლდეს ოლიმპიადაზე,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სოჭის ოლიმპიადა ხვალ, საღამოს 8 საათის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნება.
XS
SM
MD
LG