ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილს იმედი აქვს ოლიმპიადაზე მოულოდნელობები არ იქნება


საქრთველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თუ რუსეთი მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს სოჭის ოლიმპიადაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ეგრეთ წოდებული, დამოუკიდებლობის გასამყარებლად, საქართველო შესაბამის ზომებს მიიღებს.

ღარიბაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლებს ოფიციალური ცერემონიალით არ მიიღებდა. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოულოდნელობა მოხდა, პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველო ადეკვატურად იმოქმედებს.

ტელეკომპანის „ბი ბი სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება საქართველოსთვის რთული მისაღები იყო: "ეს რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის, რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენს ურთიერთობაში კვლავაც უდიდეს პრობლემად და შეშფოთების საკითხად რჩება კონფლიქტისა და ოკუპირებული რეგიონების საკითხი."

ღარიბაშვილს არ უთქვამს კონკრეტულად რას მოიმოქმედებს საქართველო იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსის წარმოჩენა მოხდა.

საქართველომ ასევე გამოქვა შეშფოთება რუსეთის მიერ უსაფრთხოების ზონაში აფხაზეთის ქმედებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG