ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოჭის ოლიმპიადის დღიური


ნორვეგიელი სპორტსმენი ოლი ეინარ ბჯოერნდალენი მეცამეტე ოლიმპიური მედლისთვის იბრძვის

დღეს სოჭის ოლიმპიადაზე გერმანელმა მოთხილამურემ, მარია ჰოეფლ-რეიხმა მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მან გერმანელი ნიკოლ ჰოსპი და ამერიკელი ჯულია მანკუსო დაამარცხა. ამერიკელი მოთხილამურე ვან-კუვერის 2010 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი ადგილის შემდეგ, მეორე ოქროს მედლის აღებას გეგმავდა. ნორვეგიელი სპორტსმენი ოლი ეინარ ბიოერნდალენი დღეს მეცამეტე ოლიმპიური მედლისთვის იბრძვის. შაბათს ოლიმპიადის პირველი ოქროს მედალი ამერიკელმა მოთხილამურემ, 20 წლის სეიჯ კოსტენბერგმა მოიპოვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე წასვლაზე უარი განაცხადეს. დასავლეთი რუსეთს რამდენიმე ანტიდემოკრატიული ნაბიჯის, მათ შორის ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიღებული ახალი კანონის გამო აკრიტიკებს.
XS
SM
MD
LG