ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამხრეთ შტატებში დიდთოვლობაა


დიდითოვლობა ჩრდილოთ კაროლინაში
დიდითოვლობა ჩრდილოთ კაროლინაში

ვირჯინიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინების, დასავლეთ ვირჯინიის და ტენესის ნაწილებში 30-დან 60 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა.

დიდთოვლობის შედეგად შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება და ჩაკეტილია გზები. ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ. ელექტროკომპანიების ინფორმაციით დაახლოებით 300,000 ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გზების ჩაკეტვას საგზაო შემთხვევები მოჰყვა, რის შედეგარდაც, დაღუპულია ერთი ადამიანი.

დიდთოვლობა ამერიკის ჩრდილოეთ შტატებში ხშირად ხდება, თუმცა სამხრეთის შტატებში ის იშვიათობას წარმოადგენს.

თოვლის მოსვლამდე ვირჯინიის და ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორებმა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG