ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენის ბედი ირკვევა


ამერიკის მიერ ჯაშუშობისთვის ძებნილი ედუარდ სნოუდენი მოსკოვის აეროპორტს ტოვებს

რუსეთი ედუარდ სნოუდენს პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოსკოვის აეროპორტის დატოვების უფლებას ელოდება.

სნოუდენს გადაეცემა დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ამერიკის მოქალაქეს შეეძლება სატრანზიტო ზონიდან ქალაქში გავიდეს. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მას ახალი ტანისამოსიც კი მიუტანეს და ის რამდენიმე საათის განმავლობაში აეროპორტს დატოვებს.

30 წლის სნოუდენი აცხადებს, რომ საბოლოოდ ლათინურ ამერიკაში გადასვლა სურს. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების სადაზვერვო პროგრამების მიერ მასობრივი თვალთვალის პროგრამების ფაქტის გასაჯაროვების გამო სნოუდენს ამერიკა ჯაშუშობაში დებს ბრალს და მასზე ძებნაა გამოცხადებული. სნოუდენს თავშესაფარი სამმა ლათინური ამერიკის ქვეყანამ - ვენესუელამ, ბოლივიამ და ნიკარაგუამ - შესთავაზა.
XS
SM
MD
LG