ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლოა სნოუდენმა აეროპორტი მალე დატოვოს


ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი იმედოვნებს, რომ სათანადო დოკუმენტაციას ოთხშაბათისთვის მიიღებს, რათა შერემეტიევოს აეროპორტიდან მოსკოვში შესვლა შეძლოს.

სნოუდენს, მისი რუსი ადვოკატი ანატოლი კუჩერენა რუსეთში დროებითი თავშესაფრის მისაღებად განაცხადის შედგენაში დაეხმარა. კუჩერენამ თქვა, რომ მისი კლიენტისთვის ამ ეტაპზე უსაფრთხო არ იქნება ლათინური ამერიკის რომელიმე ქვეყანაში გამგზავრება. მიზეზია აშშ ძალისხმევა სნოუდენი ამერიკაში დააბრუნოს.

კუჩერენამ დასძინა, რომ სნოუდენი უახლოეს დღეებში სპეციალურ სერთიფიკატს მიიღებს, რაც მას აეროპორტიდან გასვლის საშუალებას მისცემს.

რუსეთში სნოუდენის განაცხადის დამტკიცებას-დროებითი თავშესაფრის მისაღებად შესაძლოა სამი თვე დასჭირდეს, თუმცა ადვოკატის ცნობით ის საბაჟოს გავლას პირველადი პასუხის საფუძველზე შეძლებს.

23 ივნისის შემდეგ ედვარდ სნოუდენის ყოფნამ რუსეთის აეროპორტში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები დაძაბა. იგი რუსეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანას არ გამორიცხავს. ამ დრომდე ვენესუელამ, ბოლივიამ, და ნიკარაგუამ განაცხადეს, რომ ამერიკელს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემდნენ, მაგრამ მოსკოვიდან პირდაპირი რეისის განხორციელება ამ ქვეყნებში არ ხდება.

როიტერი
XS
SM
MD
LG