ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეფერენდუმის შედეგებს სეპარატისტები, ორშაბათს, ნაშუადღევს ელიან


სლავიანსკი, უკრაინა, 11 მაისი, 2014
დონეცკი, უკრაინა

-უკრაინის აღმოსავლეთში ქვეყნიდან გამოყოფაზე რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩეველთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ გამოყოფის არჩევანს კიევში მყოფი ხელისუფლების მიერ პრო-რუს სეპარატისტებზე განხორციელებული სამხედრო კამპანიის გამო იღებდა. ამომრჩეველთა მეორე ნაწილი კი ამბობდა, რომ რუსეთის ანექსიის შემთხვევაში უკეთესი ცხოვრების მოლოდინი ჰქონდათ.

კვირა დილით, რუსეთის მოსაზღვრე ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში საარჩევნო პროცესი აქტიური იყო.

მარიუპოლში, სააც გასულ კვირას შეტაკებები გაიმართა, მხოლოდ რვა საარჩევნო უბანი გაიხსნა ნახევარ-მილიონ ადამიანზე. ამომრჩეველთა რიგები ასობით მეტრზე იყო გადაჭიმული და მხიარული განწყობა იგრძნობოდა.

კიევში, დროებითმა მთავრობამ, რეფერენდუმს უკანონო და ყალბი უწოდა. იმდენად, რამდენადაც ბიულეტინზე მხოლოდ ერთი კითხვაა დატანილი-უნდა მიენიჭოთ თუ არა რეგიონებს დამოუკიდებლობა-იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც უკრაინის დაშლას ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ კენჭისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას.

თუმცა იმათთვის, ვინც საარჩევნო უბანში გამოცხდდა ქვეყნის აღმოსავლეთში, ძალადობა, გამოყოფის მიზნით, ხმის მისაცემად საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის აღმოსავლეთში დროებითი მთავრობის მიმართ კიევში, დიდი გაღიზიანება არსებობს. გაღიზიანების მიზეზი ის სამხედრო კამპანიაა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში წესრიგის აღდგენას და ათობით ადმინისტრაციული შენობიდან შეიარაღებული სეპარატისტების განდევნას ითვალისწინებს.

გასულ შაბათ-კვირას, ოდესაში მომხდარი შეტაკებების შემდეგ 42 ადამიანი დაიღუპა, გასულ პარასკევს კი დაპირისპირების შედეგად მარიუპოლში 20 ადამიანი გარდაიცვალა. ორივე ფაქტი ამომრჩეველზე დიდ გავლენას ახდენს. ერთერთი მათგანი, 23 წლის თარჯიმანი ალექსი ამბობს: “ხმა მივეცი, რადგან ის, რაც ოდესაში და მარიუპოლში მოხდა უკრაინის ერთობას გამორიცხავს და უკეთესი იქნება, თუ ცალკე გავალთ.”

სეპარატისტები ვარაუდობენ, რომ შედეგები ორშაბათს ნაშუადღევს გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნები კვირას ღამით, ადგილობრივი დროით 2200 დაიხურება.

როგორც მოსალოდნელია, შედეგებს კიევი და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
XS
SM
MD
LG