ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეულმა წვრთნები დაიწყო


სეულმა წვრთნები დაიწყო
სეულმა წვრთნები დაიწყო

სამხრეთ კორეის არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, სეულმა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო, წვრთნები მოიცავს საველე სავარჯიშოებს. მანევრების ჩატარების ზუსტი ადგილი სასაზღვრო ქალაქი პაჟუა. არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, წვრთნების მიზანი სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ატარებს, თუმცა ამჯერად ამ ფაქტმა ჩრდილოეთ კორეის შეშფოთება გამოიწვია. ფხენიანის განცხადებით, სეული შესაძლოა შეჭრის ოპერაციას ამზადებდეს, რასაც სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფენ.

XS
SM
MD
LG