ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის სამთო-სათხილამურო საზოგადოება მთავრობას "უპატივცემულობაში" ადანაშაულებს


იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პანდემია კოვიდ19-ის გამო ქვეყანაში სამთო-სათხილამურო კურორტები კვლავ არ გაიხსნება. კვირას მიღებული გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

იტალიის ჩრდილოეთში, ლომბარდის რეგიონში, სამთო-სათხილამურო საზოგადოება აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება "უპატივცემულობის" გამოხატულებაა და მათ ბიზნესს საფრთხე უქმნის. მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობამ დაგვიანებით შეატყობინა ბიზნესებს რეგულაციების შენარჩუნების შესახებ.

როგორც სფეროს წარმომადგენლები ამბობდნენ, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ 2021 წელს ვიზიტორებს მიიღებდნენ, რის გამოც დიდი ხარჯი გაწიეს, რათა კურორტები პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ გაეხსნათ.

​"ეს იყო დაგვიანებული გაფრთხილება. ჩვენ ვმუშაობდით დღე და ღამე რათა გაგვეხსნა კურორსტი უსაფრთხოდ და იმ წესების სრული დაცვით, რაც პანდემიის დროს არის დაწესებული,"- განაცხადა ადგილობრივი ბიზნეს კონსორციუმის დირექტორმა მიშელ ბერტოლინიმ.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ მანამდე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ მოხდება, რადგან ეფექტურად მოხდეს პანდემიასთან ბრძოლა. მეტიც, სამინისტოში ამბობენ, რომ კურორტებზე შეზღუდვები 5 მარტამდე გახანგძლივდა.

სამთო-სათხილამურო სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ბიზნესს აზიანებს. ტურისტები კურორტებზე უკვე მეორე წელია არ ჩასულან დაწესებული შეზღუდვების გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG