ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპერაცია სინას ნახევარკუნძულზე


ეგვიპტელმა სამხედროებმა შეიარაღებული დაჯგუფება გაანადგურეს

ეგვიპტის უსაფრთხოების ოფიცრების განცხადებით, სამხედროებმა სინას ნახევარკუნძულზე ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელეს. ოფიციალური ინფორმაციით, საჰაერო შეტევისას 20-მდე მეამბოხე განადგურდა. ოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც ქალაქ ელ-არიშთან მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდასხმა მოხდა.

ქალაქი ისრაელის საზღვრიდან და ღაზას სექტორიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ეგვიპტელმა სამხედროებმა და პრეზიდენტმა მურსიმ განაცხადეს, რომ ქაირო საზღვრის მონაკვეთზე მკაცრ კონტროლს დაამყარებს. ეს განცხადება მათ კვირას 16 ეგვიპტელი მესაზღვრის დაღუპვის შემდეგ გააკეთეს.
XS
SM
MD
LG