ეგვიპტის ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს ფელდმარშალი მოჰამედ ჰუსეინ ტანტავი დაიკავებს. ამის შესახებ დღეს ეგვიპტის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. მათი თქმით, ტანტავი პრემიერ-მინისტრ ჰიშამი ქანდილის კაბინეტის წევრი გახდება. ტანტავი დამხობილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის დროინდელი სამხედრო მაღალჩინოსანია. ის რევოლუციის შემდეგ დროებით სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელობდა. ახალ ადმინისტრაციაში, რომელსაც გამარჯვებული პარტია „მუსლიმთა საძმო“ აკომპლექტებს, პოსტები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ქამელმა და ფინანსთა მინისტრმა მუმთაზ ალ-საიდმა.
ახალ ადმინისტრაციას „მუსლიმთა საძმო“ აკომპლექტებს
პოპულარული
1