ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში სამშვიდობო შეთანხმებამ შესაძლოა სამოქალაქო ომი დაასრულოს


სამხრეთ სუდანის ამბოხებულთა ლიდერმა რიეკ მაჩარმა განაცხადა, რომ მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების ხელშეკრულებას, რომლის მიზანიც სუდანში მიმდინარე 5 წლიანი სამოქალაქო ომის დამთავრებაა.

აგვისტოს დასაწყისში მაჩარმა სუდანის დედაქალაქ ხართუმში სამხრეთ სუდანის პრეზიდენტ სილვა კიირთან ხელი მოაწერა ძალაუფლების განაწილების შეთანხმებას.

ამ შეთანხმების შემდეგ, კიირმა სამშაბათს ხელშეკრულების შეცვლილ ტექსტს მოაწერა ხელი. მაჩარმა შეცვლილ ტექსტზე დათანხმებაზე თავდაპირველად უარი თქვა და მიზეზად ქვეყნის შტატების რაოდენობა და მათი საზღვრების მდებარეობა დაასახელა. კიირის ადმინისტრაციამ 2015 წლის მონაცემებით სუდანში არსებული 32 შტატის რაოდენობა 10-მდე შეამცირა.

მაჩარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამბოხებულთა ლიდერი ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG