ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიარაღებული მამაკაცი ლუიზიანაში კინო-თეატრში შეიჭრა


ლუიზიანას შტატში შეიარაღებული მამაკაცი კინო-თეატრში შეიჭრა, ორი ადამიანი მოკლა და 7 დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ქალაქ ლაფაიეტის მთავრობა აცხადებს, რომ მამაკაცის ვინაობა მათთვის ცნობილია, თუმცა აქამდე მხოლოდ მის ასაკს ასახელებენ. დაღუპული 58 წლისაა. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.

თავდასხმის დროს კინო-თეატრში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

თეთრი სახლის სპიკერის - ჯოშ ერნესტის თმით, მომხდარის შესახებ პრეზიდენტ ობამას უსაფრთხოების საკითხების მრჩეველმა ეარ ფორს ერთზე მოახსენა, პრეზიდენტი აფრიკაში მიემგზავრება.

„თეთრი სახლში ყველა, მათ შორის პრეზიდენტი და პირველი ლედი ლაფაიეტის მოსახლეობაზე ლოცულობს, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახებისთვის“ - განაცხადა ერნესტმა.

XS
SM
MD
LG