ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია ახალი სამხედრო დანაყოფის შექმნას გეგმავს


იაპონიის მინისტრთა კაბინეთმა სტრატეგია მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს

იაპონია ახალი სამხედრო დანაყოფის შექმნას და სადაზვერვო დრონების გამოყენებას გეგმავს ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალის საპასუხოდ.

ეს ინიციატივები იაპონიის თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში იქნა შეტანილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. იაპონიის მინისტრთა კაბინეტმა სტრატეგია მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს.

იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ ახალი გეგმა „ისტორიული“ დოკუმენტია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG