ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გემების აღლუმი ანაპოლისში


ათეულობით საახალწლო განათებით მოკაზმულმა ხომალდმა დეკემბრის ცივი ღამე დაუვიწყარ სანახაობად აქცია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ყინვის მიუხედავად ანაპოლისის ნავსადგურში და ყურეებში შეჭრილ ხიდებზე ათასობით მაყურებელი იდგა. აღლუმს ზოგი საკუთარი ნავიდან ადევნებდა თვალს. ტრადიციულ საახალწლო დღესასწაულს მეზობელი დელოვერის შტატიდან ჩამოსული შერილ ადამსი რესტორნის აივნიდან უყურებდა.

„დიდებულია! რას არ აკეთებს ხალხი თავისი გემის მოსართავად! საოცრებაა!“

დეკორაციები საზღვაო თემებიდან დაწყებული საბავშვო სათამაშოებიან-საახალწლო მორთულობებიანად მართლაც უჩვეულო სანახაობაა. რიკ მილერს საზღვაო შუქურა მოსწონს.

„ხალხმა რამხელა დრო და ენერგია დახარჯა. შთამბეჭდავია“.

აღლუმი უკვე 30-ე წელს ითვლის. ის ერთმა ჩვეულებრივმა ანაპოლისელმა მამაკაცმა წამოიწყო, რომელმაც საკუთარი ნავი ლამაზად მორთო და ყურეში დაცურავდა.

გემი და ნავსადგური ანაპოლისის განუყოფელი ნაწილია. მე-18 საუკუნიდან დაწყებული ქალაქი მერილენდის და ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია. პიტერ ჰოლდინი დიდი ხანია ანაპოლისში ცხოვრობს. წლევანდელი მორთულობის თემად მან ახალი წელი შეარჩია და 8-მეტრიან პანოზე შამპანურის ჭიქები ააბრდღვიალა.

„ჩვეულებრივი საახალწლო დეკორაციებია. სულ სათითაოდ დავახვიე სპეციალურ ბადეზე. 10 ათასი ნათურა დამჭირდა ჭიქებისთვის და 5 ათასი შიგნით რომ შამპანური ჩამესხა და ცოტაც მიჭახუნების დროს რომ გადმოღვრილიყო“ - ყვება ის.

ჰოლდინის გემს „My Way” ქვია, ფრენკ სინატრას ცნობილი სიმღერის გამო, რომელიც 60-იან წლებში განსაკუთრებით პოპულარული იყო.


ბალტიმორელი დეილ ჰორნი მის გემზე სინატრას სიმღერებს ასრულებს.


მერი ევანსი ამბობს, რომ აღლუმში უკვე 6 წელია მონაწილეობს.


ფანტასტიურ დროს ვატარებთ, უამრავი ხალხია ნაპირზე გამოსული“.


კარლ ბაუერს მიაჩნია, რომ მოციმციმე გემები ქალაქში სადღესასწაულო განწყობას ქმნიან.


ზეიმის დროა. ყველა არაჩვეულებრივ დროს ატარებს“.

ჰოლდინი ამბობს, რომ აღლუმი სადღესასწაულოდ მთელ ქალაქს ერთად უყრის თავს.
XS
SM
MD
LG