ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„კოსტა კონკორდიას“ წლისთავი


2012 წელს საკრუიზო ლაინერის კატასტროფის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კუნძულ გიგლიოსთან იტალიის საკრუიზო გემი „კოსტა კონკორდია“ ჩაიძირა, რის შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა. ამ დღესთან დაკავშირებით, გემის მგზავრები და დაღუპულთა ოჯახები ტუსკანიში იკრიბებიან და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.

ასევე მათი სულებისთვის ეკლესიაში აღავლენენ მესას. ღონისძიებაში ის მაშველებიც მონაწილეობენ, რომლებიც ჩაძირულ გემზე რამდენიმე კვირას მუშაობდნენ. „კოსტა კონკროდიაზე“ 4200 მგზავრი და ეკიპაჟი იმყოფებოდა. გემის კატასტროფა კურსიდან გადახვევამ გამოიწვია, რის შედეგადაც საზღვაო ლაინერი წყალქვეშა რიფს შეეჯახა.
XS
SM
MD
LG