ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიელ შარონის სამოქალაქო პანაშვიდი


დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერმა, ტონი ბლერმა ისრაელის ექსპრემიერს „გიგანტური“ ფიგურა უწოდა

დღეს ისრაელში ქვეყნის ექსპრემიერის, არიელ შარონის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შიმონ პერესი -ისრაელის პრეზიდენტი- აცხადებს, რომ შარონმა მთელი ცხოვრება ისრაელის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში გაატარა. ისრაელის 85 წლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, შაბათს, 11 იანვარს გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენმა, შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არიელ შარონს მეტად რთულ პერიოდში მოუწია ქვეყნის გაძღოლა და რომ ის ისტორიაში შევა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომლის სახელმძღვანელო პრინციპი სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების გადარჩენა იყო. დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერმა, ტონი ბლერმა არიელ შარონს ისრაელის „გიგანტური“ ფიგურა უწოდა.

ისრაელის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე საკითხზე არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ის თვლის, რომ ბევრ სხვა დამსახურებასთან ერთად, არიელ შარონი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის ისტორიაში შევა.
XS
SM
MD
LG