ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

7 ადამიანია მკვდარი ვირჯინიის "უოლმარტში" მომხდარ ინციდენტში


ჩესაპიკის პოლიციის უფროსი მარკ სოლესკი (მარჯვნივ) "უოლმარტში" მომხდართან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. ჩესაპიკი, აშშ. 23 ნოემბერი, 2022წ.

ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის, "უოლმარტის" თანამშრომელმა 6 ადამიანი მოკლა, 4 დაჭრა და ბოლოს თავი მოიკლა. ინციდენტი 22 ნოემბრის საღამოს, ვირჯინიის შტატში, ქალაქ ჩესაპიკის "უოლმარტის" მაღაზიაში მოხდა.

ჩესაპიკის პოლიციის უფროსმა, მარკ სოლესკიმ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ამოცნობილია. დაჭრილებს ახლომდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ.

"უოლმარტი" აცხადებს, რომ "შოკშია" ძალადობის აქტით და გამოძიებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამერიკაში მომხდარი "კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობის" გამო წუხილს გამოთქვამს ვირჯინიის სენატორი, მარკ უორნერი. მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ სიტუაციას თვალს მიადევნებს და გააკონტროლებს.

სამშაბათს მომხდარ მკვლელობამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, კვირას, კოლორადოს შტატის გეი-კლუბში მომხდარ მასობრივ მკვლელობას 5 ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი 22 წლის ანდერსონ ლი ალდრიჩია, რომელიც სროლის დროს ბარში მყოფმა ერთ-ერთმა სტუმარმა გაანეიტრალა. ალდრიჩი დაკავებულია და ახლა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას იღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG