ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის ოპოზიცია ევროკავშირს მოუწოდებს არ აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები


სერბეთის ოპოზიციის მხარდამჭერები, სახელმწიფო საარცევნო კომისიის შენობის წინ, საპროტესტო აქციას მართავენ.
სერბეთის ოპოზიციის მხარდამჭერები, სახელმწიფო საარცევნო კომისიის შენობის წინ, საპროტესტო აქციას მართავენ.

სერბეთის მთავარი ოპოზიციური ჯგუფი ევროკავშირს მოუწოდებს, დაეხმაროს, გასულ კვირაში ჩატარებულ არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე, საერთაშორისო გამოძიების დაწყებაში. სერბეთში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ჩატარებულ არჩევნებს პოლიტიკური დაძაბულობა მოჰყვა.

ჯგუფი „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის გაგზავნილ წერილში წერს, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა და სახელმწიფოებმა, არ აღიარონ კვირას, სერბეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

არჩევნების ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ორივე კენჭისყრაში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პროგრესული პარტია იმარჯვებს. მაგრამ, მისმა მთავარმა ოპონენტმა ალიანსმა „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ბელგრადში გამარჯვება „მოიპარა“.

ვუჩიჩი და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები, გაყალბების შესახებ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ამომრჩეველთა ნებას დაიცავენ.“

ვუჩიჩმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სერბეთის ხელისუფლება ამზადებს „მნიშვნელოვან წერილს, სერბეთის საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი ქვეყნის, ყველაზე სასტიკი გზით ჩარევის შესახებ“. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაზე საუბრობს.

ოპოზიციური ალიანსი მოითხოვს, არჩევნების შედეგები გაუქმდეს და კენჭისყრა ახლიდან გაიმართოს. არჩევნების სავარაუდო გაყალბება, ბელგრადის ქუჩებში, ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

თავის წინასწარ განცხადებაში, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი სადამკვირვებლო მისია ასევე საუბრობს მრავლობითი დარღვევების და მედიის მიკერძოებულობის გამო, უსამართლო პირობების შესახებ. ასევე, საჯარო რესურსის ბოროტად გამოყენებისა და კამპანიის დროს, პრეზიდენტის დომინირების შესახებ.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის ერთობლივი დასკვნების თანახმად, სერიოზული დარღვევები მოიცავდა ხმების ყიდვისა და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევებს.

XS
SM
MD
LG