ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები 11 სექტემბრის ტერაქტებში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს


2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმა 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ თავდასხმების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომი დაიწყო.

დღეს დილით, 18 წლის შემდეგ, ამერიკელებმა ეს დღე სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნეს ნიუ-იორკში, ვირჯინიასა და პენსილვანიაში, ტერაქტების სამიზნეებთან. თავდასხმა ალყაიდასთან ასოცირებული ტერორისტების მიერ იყო განხორციელებული.

პრეზიდენტმა ტრამპმა და პირველმა ლედი მელანიამ დილის 8:46-ზე თეთრი სახლის წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანებს, რომლებიც ტერორისტების მიერ ორი თვითმფრინავის გატაცების და მათ მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან შეჯახების დროს დაიღუპნენ.

პრეზიდენტი უკვე გამოვიდა სიტყვით ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე, რომელიც პენტაგონთან, იქ დაღუპული ადამიანების ოჯახებისთვის იმართება. ნიუ-იორკში, თავდასხმების ადგილას გამართული ცერემონიის დროს, ტრადიიციისამებრ, ხმამაღლა წაიკითხეს ყველა დაღუპულის სახელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG