ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები მაკეინი და გრემი ეგვიპტეში არიან


ობამას ადმინისტრაციის დავალებით, სენატორები ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

შეერთებული შტატების სენატორები, ჯონ მაკეინი და ლინდსი გრემი ეგვიპტეში ვიზიტს აგრძელებენ. ისინი ობამას ადმინისტრაციის დავალებით ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან, რათა ქვეყანაში სამშვიდობო პროცესის დასრულება და სამოქალაქო მთავრობის ჩამოყალიბება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.

ეგვიპტის მხარის ოფიციალური განცხადებით, იგეგმება სენატორების შეხვედრა დროებით პრეზიდენტ, ადლი მანსურთან და არმიის მეთაურ აბდელ ფატა ელ-სისისთან. ჯერჯერობით არ ზუსტდება, აპირებენ თუ არა ამერიკელი კანონმდებლები ოპოზიციურ დაჯგუფება „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერებთან მოლაპარაკებას. „მუსლიმთა საძმო“ ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტ მოჰამედ მორსის ხელისუფლებიდან ჩამოცილების გამო გარდამავალი პერიოდის მთავრობის საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
XS
SM
MD
LG