ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა მაკეინს და გრემს ეგვიპტეში აგზავნის


ორი ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მათ ეგვიპტეში წასვლა სთხოვა

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ის სენატორ ჯონ მაკეინთან ერთად ეგვიპტეში გაემგზავრება, როგორც კი მგზავრობის დეტალები დამტკიცდება. გრემი და მაკეინი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრები არიან.

ეგვიპტეში მიმდინარე პოლიტიკურმა კრიზისმა ვაშინგტონში დავა წარმოშვა იმის შესახებ, უნდა შეუწყდეს თუ არა ეგვიპტეს 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო და ეკონომიკური დახმარება. ობამას ადმინისტრაციამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ეგვიპტეში ხელისუხლების შეცვლას სამხედრო გადატრიალებად არ აფასებს, რაც ამერიკას საშუალებას აძლევს ქაიროს დახმარება გააგრძელოს.

ამერიკის მთავრობას ეკრძალება სამხედრო გადატრიალების შემთხვევაში ქვეყნისთვის დახმარების გაწევა.
XS
SM
MD
LG