ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატი იემენში საუდის არაბეთის მხარდაჭერის შეწვეტას გეგმავს


ამერიკის სენატი მომავალ კვირას რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები დაასრულებს იემენში საუდის არაბეთის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერას. რეზოლუციას ორმხრივი მხარდაჭერა აქვს რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების მხრიდან.

სენატის რეაქცია საუდის არაბეთიდან ამერიკაში იმიგრირებული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობას უკავშირდება. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ მკვლელობაში ქვეყნის უფლისწულიც იყო გარეული, რომელსაც ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა.

ამერიკის დიდი ხნის მოკავშირის წინააღმდეგ კრიტიკული რეზოლუციის მიღება ორი ქვეყნის ურთიერთობებში ისტორიული მოვლენა იქნება. კანონმდებლები ჟურნალისტის მკვლელობასთან ერთად, რიადს იემენში მისი ქმედებების გამო აკრიტიკებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG