ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის იურიდიულმა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს წევრის კანდიდატურის შესახებ მოსმენები დაასრულა


ხუთშაბათს, შეერთებული შტატების სენატის იურიდიულმა კომიტეტმა მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატ ემი კონი ბარეტის მხარდამჭერი და საწინააღმდეგო არგუმენტები. კომიტეტმა ამით დაასრულა ოთხდღიანი მოსმენები, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვაკანსიის შესავსებად გაიმართა.

დემოკრატებმა ბარეტის კანდიდატურაზე საბოლოო კენჭისყრის შემდეგ ხუთშაბათამდე გადასავადებლად, კომიტეტის წესები გამოიყენეს. სენატის სრული შემადგენლობის მიერ კენჭისყრა, შესაძლოა თვის ბოლოს, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო და კონგრესში არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოხდეს.

სენატის უმრავლესობის რესპუბლიკელმა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაძლოა სენატის სრულმა შემადგენლობამ ბარეტის ნომინაციაზე მსჯელობა 23 ოქტომბერს დაიწყოს.

ბარეტის ნომინაციას თუ დაამტკიცებენ, ის უზენაესი სასამართლოს ისტორიაში მეხუთე ქალი მოსამართლე იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG