ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნად დაამტკიცა. კორპორაცია "ექსონ-მობილის" ყოფილ ხელმძღვანელს რუსეთთან, კერძოდ - პრეზიდენტ პუტინთან - ახლო კავშირების გამო აკრიტიკებდნენ.
ტილერსონს მხარი 53-მა სენატორმა დაუჭირა, 42 კი მის წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრის შედეგებში გამყოფი ხაზი თითქმის პარტიული ნიშნით იყო გავლებული. ახალ სახელმწიფო მდივანს ყველა რესპუბლიკელი სენატორი ემხრობოდა და თითქმის ყველა დემოკრატი კანონმდებელი ეწინააღმდეგებოდა.