ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული მას შემდეგ, რაც ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში, მოქალაქეებმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს.
ლუკაშენკოს წინააღმდეგ, პროტესტის მეორე ტალღის დაწყების შესახებ მოქალაქეებს ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანუსკაიამ მოუწოდა. პროტესტის ახალი ტალღის დაწყება, ბელარუსის სანმოკლე სახალხო რესპუბლიკის იუბილეს ემთხვევა.
საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ ხელისუფლებამ ჭარბი საპოლიციო ძალა გამოიყენა. "რადიო თავისუფლების" ადგილობრივი სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულთა შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. ისინი მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.
25 მარტს ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის 103 წლისთავის იუბილე აღინიშნა. ბელარუსის სახალხო რესპუბლიკამ 1918 წელს ერთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში იარსება.
Facebook Forum