ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის კოსმოსური ექსპერიმენტის წარუმატებლობა


რუსეთის კოსმოსური ექსპერიმენტის წარუმატებლობა

რუსეთის პირველი ინტერპლანეტარული კოსმოსური ექსპერიმენტი წარუმატებლად მიმდინარეობს.

აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ რაკეტა, რომელსაც მარსის თანამგზავრ ფობოსამდე უნდა მიეღწია კომპიუტერში შექმნილი პრობლემების გამო დედამიწის ორბიტაზე დარჩა.

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის ვლადიმერ პოპოვკინის განცხადებით კოსმოსურ ხომალდზე ვერ მოხერხდა დამატებითი ძრავების ჩართვა, რომლებსაც ის დედამიწის ორბიტიდან უნდა გაეყვანათ მარსის მიმართულებით.

რუსულ კოსმოსურ ხომალდს მარსის დიდი ასტეროიდის მსგავს თანამგზავრამდე გაისად ოქტომბერში უნდა მიეღწია და დედამიწაზე 2014 წელს დაბრუნებულიყო იქ აღებული სინჯებით.

ახლა ინჟინრებს მხოლოდ სამი დღე დარჩათ, რათა კომპიუტერული სისტემის ამუშავება შეძლონ.

XS
SM
MD
LG