ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთის 84 წლის მეფე მოჰამედ ბინ აბდულაზიზი საავადმყოფოში დააწვინეს


საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზი რიადში საავადმყოფოში დააწვინეს. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 84 წლის მონარქს შარდის ბუშტის მწვავე ანთება აქვს.

მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეფე სალმანი საუდის არაბეთის მეფე 2015 წელს გახდა. გამეფებამდე თითქმის სამი წელი ის ტახტის მემკვიდრე და პრემიერის მოადგილე იყო. მანამდე კი 50 წელზე მეტი სალმანი რიადის რეგიონის გუბერნატორი იყო.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე ახლა მოჰამედ ბინ სალმანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ ეკონომიკური რეფორმები დაიწყო იმისთვის, რომ სამეფოს ნავთობზე დამოკიდებულება დაამთავროს.

სამეფოს 34 წლის პრინცი ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობს.

მას რეფორმატორად მიიჩნევენ, იმის გამო, რომ მან ქვეყანაში ზოგიერთი კონსერვატიული სოციალური ნორმა შეამსუბუქა, მათ შორის, გაზარდა ქალების უფლებები.​

რეფორმების პარალელურად, ბინ სალმანმა ქვეყნის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის დიდი ნაწილი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა და ისინი სასტუმროში, სასამართლო პროცესის გარეშე პატიმრობაში დატოვა. მან ასევე ომი დაიწყო იემენთან, რომელიც დღემდე გრძელდება.

მისი რეპუტაცია ასევე შეილახა 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგჯის მკვლელობის შემდეგ, რაც პრინცთან დაახლოებულ უსაფრთხოების სამსახურის წევრებს ბრალდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG