ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთში არჩევნები გაიმართება


საუდის არაბეთში არჩევნები გაიმართება
საუდის არაბეთში არჩევნები გაიმართება

საუდის არაბეთში მომავალ თვეში მუნიციპალური არჩევნები გაიმართება. ასეთი განცხადება მთავრობამ დღეს გააკეთა. კენჭისყრის პირველი ფაზა 23 აპრილს ჩატარდება. ეს ქვეყნის ისტორიაში მეორე მუნიციპალური არჩევნები იქნება. პირველად ადგილობრივი არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2005 წელს გაიმართა, რომელშიც მხოლოდ 21 წლის ზემოთ ასაკის მქონე მამაკაცებმა მიიღეს მონაწილეობა. ჯერჯერობით უცნობია მიიღებენ თუ არა აპრილის არჩევნებში მონაწილეობას ქალები. მეფე აბდულა ახალ-ახალი ინიციატივებით მას შემდეგ გამოდის რაც ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მთავრობების საწინააღმდეგო დემონსტრაციები გახშირდა. გასულ კვირას მეფე აბდულა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს ხელფასების მომატებას შეპირდა. ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება 60 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილი და მილიარდობით დოლარი ჩაიდება ახალი სახლების მშენებლობაში.

XS
SM
MD
LG