საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაპირისპირებამ მსოფლიო ბაზარზე გავლენა უკვე მოახდინა, აქციების ფასების შემცირებით და ბაზარზე ნავთობის დიდი რაოდენობით გამოტანით. შაბათს, რიადში 47 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, რომელთა შორის გამოჩენილი შიიტი რელიგიური პირი და აქტივისტი ნიმრ ალ-ნიმრიც იყო, ამას თეირანში დემონსტრანტების მიერ საუდის არაბეთის საელჩოში შეჭრა მოჰყვა, კვირას, საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მასობრივი სიკვდილით დასჯები, რელიგიური დაპირისპირების გამწვავების რისკს შეიცავს. რეგიონულ ლიდერებს მან დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.